მაიკ ნოვოგრაცი: 2020 ბიტკოინის წელი იქნება

0
2118

მედიით გავრცელდა კრიპტოვალუტის ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული სხვადასხვა პროგნოზი. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტების ფასების შემცირება მხოლოდ დროებითი მოვლენაა. მეორე ნაწილი კი ამ ფაქტს კრიპტო ინდუსტრიისთვის სერიოზულ დარტყმად აღიქვამს.

ციფრული ვალუტების ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით Galaxy Digital-ის დამფუძნებელი, მაიკ ნოვოგრაცი “ტვიტერზე” პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია:

”ბიტკოინის კურსი მომდევნო თვეების განმავლობაში არამდგრადი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2020 იქნება და უნდა იყოს კიდეც ბიტკოინის წელი”.

დაახლოებით ერთი თვის წინ CNBC-სთან ინტერვიუს დროს მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ბიტკოინი საუკეთესო ბრენდია:

”ბიტკოინი, ალბათ, ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში საუკეთესო ბრენდია, რომელსაც 200 მილიარდდოლარიანი საბაზრო კაპიტალიცაზია აქვს”.

Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასი 45%–იან ზრდას ითვალისწინებდა.

“ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს თავის ისტორიულ მაქსიმუმს, 20.000 დოლარს”,- განაცხადა მაიკ ნოვოგრაციმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი