Starbucks-ი ციფრული ვალუტით გადახდას გეგმავს

0
1777

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Starbucks-ის მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს მალე შეეძლებათ “Bakkt Cash”-ით გადახდა.

დღეს კომპანიის პრეზიდენტმა, ადამ უაიტმა Twitter-ზე გადახდის ახალი საშუალების შესახებ დაწერა:

“ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს. გახსენით თქვენი @Starbucks პროგრამა, რომ ნახოთ ჩვენი პირველი პირდაპირი ინტეგრაცია და შეარჩიეთ @Bakkt-ი, რომ შეძლოთ დარეგისტრირება”.

კრიპტოვალუტით გადახდის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის კომპანია Bakkt-თან თანამშრომლობას იწყებდა. როგორც მაშინ კრიპტო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, Starbucks-ი ბიტკოინით გადახდას დაეთანხმებოდა.

თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია Starbucks-მა 2019 წლის უარყო. Starbucks-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიის მომსახურეობისთვის საფასურის გადახდა ბიტკოინით ან სხვა ნებისმიერი ციფრული ვალუტით არ იწარმოებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი