მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკების უმეტესობა ციფრული ვალუტის გამოშვებას არ ჩქარობს ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნას 2020 წელს გეგმავს.
ბაჰამის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ჯონ როლელმა დაადასტურა, რომ ბაჰამის ციფრული დოლარის ინიციატივა კუნძულებზე 2020 წლის მეორე ნახევარში განხორციელდება.
ადგილობრივი გამოცემის, The Tribune–ის სტატიის თანახმად, ჯონ როლელმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ბაჰამის კუნძულების სავაჭრო პალატასა და დამსაქმებელთა კონფედერაციას მიმართავს ინიციატივით, რომლის მიზანია ციფრული დოლარის გამოშვება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბაჰამის კუნძულებმა დეკემბერში გააფორმეს საპილოტე პროექტი კუნძულ ექსუმასთან.
ჯერ კიდევ ივლისში კრიპტოკომპანია NZIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯეი ჯომ განაცხადა, რომ ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის პროექტი წარმატებული იქნებოდა.
მედიასთან საუბრისას, ჯეი ჯომ განაცხადა, რომ ეს პროექტი წაადგება, როგორც საშუალო და მცირე ბიზნესს ისე სარგებელს მოუტანს მსხვილ კომპანიებს.
“ჩვენ ვაპირებთ, რომ სტარტაპები დავაფინანსოთ. ჩვენი ინიციატივა დაუკავშირდება იმ მეწარმეებს, რომლებიც ახლა ცდილობენ თავის დამკვიდრებას. განსაკუთრებით დავეხმარებით იმ ბიზნესმენებს, რომელთა საქმიანობაც რაიმე სახით შეეხება ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას”,- განაცხადა NZIA-ს გენერალურმა დირექტორმა.