ამერიკულმა მედიამ იმ პერსონათა სია გამოაქვეყნა, ვინც კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის განვითარებაზე იზრუნა

0
2101

კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგიის ისტორია ტექნოლოგიური ინოვაციებიდან ერთ-ერთია. თავდაპირველად, Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტა მოკრძალებული წამოწყება იყო. თუმცა, ნელ-ნელა გლობალური მასშტაბის მოვლენად იქცა.

გასულ წელს კრიპტოვალუტისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ბაზარზე ფასები რეკორდულად იზრდებოდა. ერთ მომენტში ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარზე მეტიც იყო. ბიტკოინის გარდა, კრიპტოინვესტორებმა ეთერიუმშიც საკმაო მოგება ნახეს.

ქვემოთ ჩამოთვლილნი არიან ადამიანები, რომლებმაც კრიპტოვალუტის ინდუსტრიისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში ლომის წვლილი შეიტანეს. ამ ადამიანთა ტოპ სია ამერიკული მედია საშუალებების მიერაა შედგენილი.

ბიტკოინის გურუდ ანდრეა ანტონოპოლუსი მიიჩნევა. მან დაწერა წიგნი სათაურით “დავეუფლოთ ბიტკოინს”. წიგნში ბიტკოინის და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი. როჯერ ვერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ინვესტიცია Blockchain-ში განახორციელა. როჯერ ვერი, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი ადვოკატი Blockchain-ს ინდუსტრიის ზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

ვიტალიკ ბუტერინმა, რომელმაც კრიპტოინდუსტრიაში 7 წელი გაატარა, ხელი შეუწყო ციფრული ვალუტის განვითარებას და 2014 წელს მეორე უდიდესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი შექმნა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრის განვითარებას ინფორმაციის გავრცელება უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში კი, მედიის როლი განუზომელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი