კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2178

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად არ გაზრდილა.

ბიტკოინი

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლების ტენდენცია დაფიქსირდა. კრიპტოვალუტის კურსი 8 სექტემბერს 10.000 დოლარის ქვემოთ მოექცა. თუმცა ციფრულმა ვალუტამ პოზიცია 10.131 დოლარზე გაიმყარა.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასის შემცირება მოსალოდნელია 10.000 დოლარის დონეზე.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, ბიტკოინის კურსი 10.798 დოლარამდე გაიზარდოს. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს მიაღწევს მაშინ ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარამდე მოიმატებს.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი 375 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 320 დოლარს ჩამოსცდეს და 308 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი გაუმჯობესდება ალტკოინის ფასი 419 დოლარამდე გაიზრდება.

ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

რიპლი

რიპლის კურსი 0.25 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსმა 0.29 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

ეს მცირე განსხვავება კი შესაძლოა, ფასის ზრდის ტენდენციად გადაიქცეს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსის ნიშნული კიდევ დაიკლებს სავარაუდო დონე 0.20 დოლარია.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 225 დოლარის დონეზე მაღლა იმყოფება. თუკი ალტკოინის კურსი დაიკლებს შესაძლოა, ის 215 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს. თუმცა ფასის მატების შემთხვევაში კრიპტოვალუტის დონე 231 დოლარი იქნება.

ამჟამად, ანალიტიკოსები ტრეიდერებს არსებული პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსის ნიშნული 48 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, კურსი 39 დოლარზე ჩამოვიდეს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასმა მოიმატა ლაიტკოინის დონე 64 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ. ვაჭრობის დაწყება კი ფასის მატების დროს არის რეკომენდირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი