ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას არ ეწინააღმდეგება

0
1982

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდიმ განაცხადა, რომ ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია სიახლეებს ფეხი აუწყოს.

პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, კრისტინ ლეგარდი ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას არ ეწინააღმდეგება.

”მე მწამს ბანკების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვების წარმატების. თუმცა უნდა ვიყოთ იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს ვართ. ნათელია, რომ არსებობს მოთხოვნა, რომელზეც სათანადო პასუხი უნდა გავცეთ”,- ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც კრისტინ ლეგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განიხილოს სინგაპურის Fintech-ის ფესტივალზე გაჟღერებული წინადადება. წინადადება ცენტრალური ბანკის მიერ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას გულისხმობდა.

კრისტინ ლეგარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბუნებაში არ იყო დარწმუნებული მთავრობებს მაინც უნდა ეფიქრათ ციფრული ვალუტების გამოშვების შესახებ.

“მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა ციფრული ვალუტის გამოცემის შესახებ. სახელმწიფოს როლი შეიძლება იყოს ის, რომ მან მხარი დაუჭიროს ციფრულ ეკონომიკას”, – განუცხადა მან ღონისძიების მონაწილეებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი