უკრაინამ მარეგულირებელი სისტემა გაამკაცრა

0
1368

უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების შესახებ კანონის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა.

რადამ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, გამოაქვეყნა კანონის საბოლოო ვერსია, რომელშიც ციფრული ვალუტა, როგორც პოტენციური საფრთხისშემცველი აქტივი ისე არის განხილული. საქმე ეხება ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას.

ახალი კანონი ასევე ეხება რამდენიმე მითითებას, თუ როგორ აპირებს მთავრობა კრიპტოვალუტების ვაჭრობის მონიტორინგს და რეგულირებას.

ერთ-ერთი მითითება ყურადღებას ამახვილებს ინდივიდუალურ კრიპტო ოპერაციებზე.

ასეთ დროს მომხმარებელთა უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

აქედან გამომდინარე, ტრანზაქცია, რომელიც 1.300 აშშ დოლარზე მეტი იქნება გადამოწმდება მარეგულირებლის მიერ.

პროცესი მოიცავს როგორც პირადობის, ასევე საქმიანი ურთიერთობის გადამოწმებას.

ლეგალური, მსხვილი ტრანზაქციის დაფიქსირების შემთხვევაში მარეგულირებელი ვალდებულია ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდოს, რომ ტრეიდერებს გავლილით აქვთ რეგისტრაცია.

ჯერ კიდევ შარშან ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობდა. ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის თქმით, რეგულაცია გულისხმობდა კრიპტოვალუტებისა და ტოკენების აღიარებას ფინანსური ინსტრუმენტების სახით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი