ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო ზამთრის სესიაზე კრიპტოვალუტის აკრძალვას არ განიხილავს

0
1582

ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის ზამთრის სესიაზე არ განიხილავს. როგორც ცნობილი გახდა, კანონპროექტი სახელწოდებით “კრიპტოვალუტის აკრძალვა და ციფრული ვალუტების რეგულირება” არ შედის ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი გვთავაზობს კრიპტოვალუტის სრულ აკრძალვას. კანონმდებლობის პროექტი მიზნად ისახავს არამხოლოდ კრიპტოვალუტის გამოყენების სრულ აკრძალვას, არამედ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ გაცემული „ციფრული რუპიის“ შემოღებას.

ამასთანავე, შემოთავაზებული კანონპროექტი არ ეხება ბიტკოინს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა დუმილი დაარღვია. როგორც ცნობილი გახდა, კრიპტოვალუტის კანონპროექტზე, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ითვალისწინებდა, მისი დეპარტამენტი მუშაობდა.

ინდოეთის ფინანსთა და კორპორაციულ საქმეთა მინისტრი, ნარმანა სიტარამანი კრიპტო ინდუსტრიას ხარვეზიანს და არასრულფასოვანს უწოდებდა.

ციფრული ვალუტის აკრძალვასთან დაკავშირებით მინისტრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “კომიტეტმა საკითხზე დიდი სამუშაოები ჩაატარა. თუ მე შევადარებ ერთმანეთს რამდენიმე ქვეყანას, სადაც გაკეთებულია მსგავსი ტიპის კვლევა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად გამოვიკვლიეთ ეს სფერო”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი