ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის თავდაცვით სისტემაში Blockchain ტექნოლოგია დაინერგება.
ჩინური მედია ხაზს უსვამს იმას, რომ Blockchain სისტემა სავარაუდოდ არ გულისხმობს ფინანსურ სტიმულს. თუმცა ტექნოლოგია, როგორც ინოვაციური სტრატეგია სამხედრო მენეჯმენტისთვის იქნება გამოყენებული.
Blockchain ტექნოლოგია ჩინეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჯერ კიდევ გაზაფხულზე უდიდესმა ჩინურმა პროვინციამ გუანგძუმ ლიცენზიის გაცემა Blockchain ბიზნესისთვის დაიწყო. თუმცა, როგორც პრეს-რელიზში იყო ნათქვამი, ლიცენზიას ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ოპერატორებზეც გასცემდნენ.
ლიცენზიის მიღება სტარტაპებისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის თანაბრად იყო ხელმისაწვდომი.
ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთში 263 Blockchain-თან დაკავშირებული პროექტები მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში მსოფლიო პროექტების 25%-ს შეადგენს.
ჯერ კიდევ აგვისტოში ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე სიჩუანის პროვინციის წარმომადგენელმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
ხელშეკრულება გულისხმობდა Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის შექმნას, რომელიც სატყეო მეურნეობის განვითარებას უზრუნველყოფდა.