კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2287

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. დაფიქსირდა, როგორც ფასის შემცირების ასევე ზრდის ტენდენცია.

ბიტკოინი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 15.800-სა და 16.400 დოლარს შორის მოძრაობდა. თუკი ფასი დაეცემა მომდევნო დონე 14.596 დოლარი იქნება.

ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი ბიტკოინის ფასი ზრდას 17.600 დოლარამდე მოახერხებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

წინა კვირას ეთერიუმის კურსმა ფასის ზრდა დააფიქსირა. ალტკოინის ფასის ნიშნული 450-სა და 475 დოლარს შორის მოძრაობდა.

ანალიტიკოსების თქმით, თუკი ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კურსი 426 დოლარამდე ჩამოვიდეს.

თუმცა პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, ალტკოინის ფასმა ჯერ 488 შემდეგ კი 520 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კურსის გაუმჯობესებას დაელოდონ.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის ფასი 0.24-სა და 0.27 დოლარს შორის მოძრაობდა.

თუკი ალტკოინის ფასი დაეცემა მოსალოდნელი დონე 0.21 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ რიპლის კურსი 0.30 დოლარის ნიშნულს ასცდება და ფასი 0.33 დოლარზე დაფიქსირდება.

თუკი კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს მომდევნო დონე 0.29 დოლარი იქნება, მაშინ ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 252-დან 262 დოლარს შორის მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასმა დაიკლო მომდევნო დონე 231 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 360 დოლარამდე გაიზარდოს.

თუკი ალტკოინის ფასი მოიმატებს ტრეიდერებს თავისუფლად შეუძლიათ ვაჭრობის დაწყება.

ლაიტკოინი

უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ლაიტკოინის ფასმა 65 დოლარის დონეს გადააჭარბა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 47 დოლარამდე შემცირდეს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი მოიმატებს მომდევნო დონე ჯერ 80 შემდეგ კი, 100 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი