შვეიცარიულმა კრიპტოვალუტის ბანკმა Sygnum–მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საბანკო მომსახურეობა სინგაპურის მოქალაქეებს შესთავაზოს. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკი სინგაპურში იწყებს ოპერირებას.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Sygnum-მა დღეს გაავრცელა. კომპანიამ ლიცენზია შვეიცარიის მთავრობისგან მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო. თუმცა იმისთვის, რომ ბანკმა სხვა ქვეყანაში დაიწყოს მუშაობა ასევე ლიცენზია ესაჭიროება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ სინგაპურის მხარე უკვე მზად არის შვეიცარიული ბანკის მომსახურეობის მისაღებად. მზაობა ასევე გამოთქმულია ლიცენზიის მინიჭების კუთხითაც.
Sygnum-ი პირველი შვეიცარიული კომპანია გახდა, რომელმაც ციფრული ვალუტის ბანკის სტატუსი მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი მსხვილ ინვესტორებთან თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამისა, Sygnum-ი პირველი კრიპტო კომპანია არ არის, რომელსაც სინგაპურის ბაზარზე სურს შესვლა. ჯერ კიდევ აპრილის თვეში მედიით გავრცელდა უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორის, ჩენგპენგ ზაოს კომენტარი.
ის ბირჟის ფილიალის გახსნას სინგაპურში გეგმავდა.