Facebook-ი Libra-ს ასოციაციას დატოვებს, თუკი აშშ-ში Libra რეგულირების გარეშე ამოქმედდება.
23 ოქტომბერს კონგრესის მოსმენაზე, Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კომპანიის ვალდებულების შესახებ. ფეისბუკი იქამდე არ დაიწყებს კრიპტოვალუტის გამოშვებას მანამ, სანამ აშშ-ს მთავრობისგან მწვანე შუქი არ იქნება.
ცუკერბერგმა განცხადებები წარუდგინა წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტს. დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, კონგრესმენების საუბარი ეხებოდა მონაცემთა შენახვას, პლატფორმის შექმნას და ა.შ.
შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს კომპანია, თუკი Libra-ს ასოციაცია მარეგულირებლის ნებართვის გარეშე დაიწყებს მოქმედებას, მარკ ცუკერბერგის პასუხი ასეთი იყო: ”მაშინ, ჩვენ, იძულებული გავხდებით, რომ ასოციაცია დატოვოთ”.
კონგრესში გამართული მოსმენის დროს,მარკ ცუკერბერგმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ Facebook-ი ამერიკული კომპანიაა და აქედან გამომდინარე, იგი ითხოვს აშშ-ს მარეგულირებლის მხრიდან Libra-ს პროექტის მოწონებასა და გამოშვების უფლების მიცემას.