ლიხტენშტეინის პარლამენტმა Blockchain-ის შესახებ ახალი კანონი მიიღო

0
1557

რამდენიმე დღის წინ ლიხტენშტეინის პარლამენტმა დაამტკიცა Blockchain-ის შესახებ აქტი, რომლის მიზანია ინვესტორების დაცვის გაუმჯობესება და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა.

ახალი კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. პარლამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აქტი ლიხტენშტეინს გახდის პირველ ქვეყანას, რომელსაც აქვს სრულყოფილი მარეგულირებელი სისტემა.

ახლადდამტკიცებული კანონი არეგულირებს სამოქალაქო სამართლის საკითხებს კლიენტთან და აქტივების დაცვასთან დაკავშირებით.

თომას ნეიგელმა, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია განაცხადა, რომ სოციალური მედიის საშუალებით აღნიშნული ინფორმაცია სწარაფად გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.

“ეს არის პოზიტიური ნაბიჯი ლიხტენშტეინის მთავრობის მხრიდან. ახალი კანონი არამხოლოდ ქმნის იურიდიულ გარანტიას ყველა ბაზრის მონაწილისთვის, არამედ ეკონომიკაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ლიხტენშტეინი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის იდეალური ადგილია FinTech და Blockchain კომპანიებისთვის”,- განაცხადა Bitcoin Suisse- ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი