კრიპტო ბირჟა CoinOne დაზარალებულ ინვესტორებს თანხას დაუბრუნებს

0
1532

სამხრეთ კორეის სასამართლომ 25 სექტემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ CoinOne-მა, კრიპტოვალუტის ბირჟამ ინვესტორებს ჰაკერების მიერ მოპარული თანხმა უნდა დაუბრუნოს.

თანხის ოდენობა 20.800 აშშ დოლარს შეადგენს.

ჰაკერებმა ბირჟის კლიენტების პირადი მონაცემები გამოიყენეს და ამ გზით შეაღწიეს სისტემაში.

ბირჟაზე თავდასხმა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ Coinone-ი სამხრეთ კორეის მესამე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაა. ჯერ კიდევ ჰაკერების თავდასხმამდე ცნობილი გახდა, რომ ბირჟა ინდოეზიაში აპირებდა გადასვლას.

2019 წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის ოთხი კონკრეტული კრიპტოვალუტის ბირჟის დარეგისტრირება გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ მოხდებოდა. აუცილებელი მოთხოვნა კი საბანკო ანგარიშების ნამდვილობის შემოწმება იყო.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალება TheBchain იტყობინებოდა, მარეგულირებლის ახალი მოთხოვნები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები ციფრული ვალუტის რეგულაციების შესახებ.

რეკომენდაციის თანახმად, სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის რამდენიმე ბირჟას უფრო მკაცრი ნორმების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდათ. აღნიშნულ ოთხ ბირჟას შორის იყო Coinone-ც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი