Medici Bank-ი კრიპტო მომსახურეობას დანერგავს

0
1310

პუერტო რიკოზე დაფუძნებული Medici Bank-ს კრიპტო კლიენტებისთვის ახალი გეგმები აქვს. საქმე ციფრული ვალუტით მომსახურებას ეხება.

ბანკის დაამრსებელი მედიჩების უშუალო შთამომავალია.

Medici Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედ ბოულეს თქმით, მედიჩი ბანკი უერთდება მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ჯგუფს, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის წევრი 10-ზე ნაკლები ბანკია.

ამ ეტაპზე, ჯერ არ არის დაკონკრეტებული რა სახის შეთავაზება ექნება ბანკს კრიპტო კლიენტებისთვის. ბანკი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობას 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ შვეიცარიაში დაფუძნებულ არაბულ ბანკს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურება ექნება.

შვეიცარიულ-არაბული ბანკი Blockchain ტექნოლოგიის კომპანია Taurus–სთან იწყებს პარტნიორობას. პარტნიორობის მიზანია ბანკში ახალი სერვისის დანერგვა, რომელიც კლიენტებისთვის ბიტკოინითან და ეთერიუმთან დაკავშირებულ მომსახურეობას გულისხმობს.

“ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ Blockchain-ი ხელს შეუწყობს ფინანსურ ინდუსტრიას. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ პირველი ბანკი სხვა ბანკებს შორის, რომლებიც მომხმარებლებს ციფრული აქტივების მომსახურებას სთავაზობენ”,- განაცხადა სერგ რობინმა, შვეიცარიაში დაფუძნებული არაბული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი