ბერლინში დაფუძნებულმა სტარტაპმა Blockchain პროექტისთვის 1.5 მილიონი დოლარი მიიღო

0
1466

გერმანული მედია წერს, რომ ბერლინში დაფუძნებული fintech–ის სტარტაპმა მიიღო 1,5 მილიონი აშშ დოლარი Blockchain სისტემის შესაქმნელად.

ბერლინში დაფუძნებული fintech სტარტაპმა მიიღო დაფინანსება სახელმწიფოსგან. უფრო კონკრეტულად ინვესტიცია ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდისგან და ბერლინის ბანკისგან მიიღო.

შექმნილი პლატფორმა წარმოადგენს ღია, დეცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური მიწოდების ქსელის დაკავშირებას.

როგორც ცნობილია, სტარტაპი გრანტის სახით მიიღებს დაახლოებით 430,000 აშშ დოლარს და დამატებით 1,100,000 დოლარს სესხად, საკუთარი Blockchain-ის შესაქმნელად. სტარტაპის Blockchain-ს Centrifuge Chain-ი ერქმევა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია Blockchain ინდუსტრიის განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას აპირებდა. როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაში იყო აღნიშნული, სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ახალი ინდუსტრიული ინიციატივების წამოწყებას.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კრიპტო საინვესტიციო სტარტაპმა, Neufund-მა ლიხტენშტეინში განხორციელებული წარმატებული პროექტის შემდეგ Blockchain-ზე დაფუძნებული საზოგადოებრივი შეთავაზების პლატფორმა შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი