ირანის მთავრობა მაინინგის კომპანიებს დაარეგისტრირებს

0
1559

ირანის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიების დარეგისტრირებას გეგმავს.

მედიაში გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, ყველა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ვალდებული იქნება ოფიციალური რეგისტრაცია გაიაროს.

დარეგისტრირების შემდეგ კომპანიები ლიცენზიას მიიღებენ. თუმცა ლიცენზიის მისაღებად კომპანიებმა სრული ინფორმაცია უნდა წარადგინონ.

როგორც ცნობილია, ლიცენზიას ირანის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გასცემს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანის მთავრობის მოთხოვნები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული არასასურველი მოქმედებების შემცირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, ირანის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი მიანიჭა.

ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თავმჯდომარეობით მიიღო.

ამ საკითხის შესახებ ირანული მედია წერდა, რომ ბევრი ექსპერტი ამ საკითხს განიხილავდა, როგორც ირანში კრიპტოვალუტის ლეგალურად აღიარების პირველ ნაბიჯს.

ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი მიდგომით ირანი აშშ-ს სანქციების დაძლევას მოახერხებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი