სენატში კრიპტოვალუტის შესახებ მოსმენა 24 სექტემბერს გაიმართება

0
1294

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მომსახურების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა დაგეგმა მოსმენა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე, ჯეი კლეიტონთან და კიდევ ოთხ ადამიანთან ერთად.

ფინანსური სერვისების კომიტეტმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს გაიმართება მოსმენა. მოსმენაზე Facebook-ის ციფრულ ვალუტაზეც იქნება საუბარი.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook–ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სენატორთან ერთად ივახშმა.

როგორც ცნობილია, ვახშამზე Libra-ს პროექტზე ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობდა.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Libra ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

საიგალ მენდეკლერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ნებისმიერი კრიპტოვალუტა, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, Libra-ს ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდეს ადგილობრივ მარეგულირებელ სტანდარტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი სისტემის ნაწილია ბირჟების მონიტორინგი. შესაბამისად, აშშ-ს მთავრობა არარეგისტრირებული ბირჟების მიმართ მკაცრ სანქციებს აწესებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი