კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2126

წელს, კრიპტოვალუტის მასიური გაყიდვებისა და ფასის დაცემის შემდეგ, ციფრული ვალუტა კურსის შენარჩუნებას ცდილობს. ამ კვირაში განსაკუთრებული ყურდადღება ლაიტკოინმა მიიპყრო. შეგახსნებთ, რომ რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელი მალე ახალ ციფრულ ვალუტას, ლაიტკოინ Cash-ს იხილავს. როგორც ცნობილი გახდა, ყველა ლაიტკოინის მფლობელი 10 ლაიტკოინ Cash-ს მიიღებს.

კრიპტოვალუტის ბაზარზე დადებითად აისახება ისეთი კომპანიების კომენტარები, როგორიც Western Union-ია. Western Union-ი არის ერთ-ერთი ადრეული ფულადი გზავნილების კომპანია, რომელმაც დაადასტურა, რომ რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა ტესტირების პროცესშია.

ჯორჯ სოროსი, რომელიც მანამდე კრიპტოვალუტას “ეკონომიკურ ბუშტს” უწოდებდა ინვესტიცია განაცორციელა Overstock-ში. Overstock-ი არის კრიპტოვალუტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ბიზნეს კომპანია.

ეს ფაქტები მოწმობს იმას, რომ მეინსტრიმული ბიზნესი ნელ-ნელა Blockchain ტექნოლოგიის ღირებულებას აცნობიერებს.

გარდა ამ მოვლენებისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვირა კრიპტოვალუტებისათვის პოზიტიურად წარიმართა.

ბიტკოინი

როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ბიტკოინის კურმა დაცემის შემდეგ სტაბილურად განაგრძო ზრდა. წინა კვირას, ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ბიტკოინი ფასი 9500 და 9700 დოლარს შორის იმოძრავებდა. ექსპერტები ასევე ფიქრობდნენ, რომ კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა მოულოდნელად აწეულიყო, თუმცა საშუალო პოზიცია მაინც 9500 დოლარი დარჩა.

თუ კრიპტოვალუტა 9500 დოლარზე გამყარდება, სავარაუდოდ ბიტკოინით ვაჭრობა აღმავალ ხაზზე გაგრძელდება. ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 12.500 დოლარამდე განაგრძონ.

ექსპერტების ნაწილი იმასაც ვარაუდოებს, რომ ამ კვირაში ვაჭრობა შესაძლოა დაღმავალი ხაზით წავიდეს და ბიტკოინი ფასის დაცემის რისკის ქვეშ დადგეს. ასეთ დროს, ექსპერტები ბიტკოინით მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ 8.600 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა და შეინარჩუნონ უკიდურესი პოზიცია 7.800 დოლარზე.

ეთერიუმი

ოთხშაბათს, ეთერიუმი 851 დოლარი ღირდა. ეთერიუმის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მომდევნო დღეს, 15 თებერვალს კრიპტოვალუტამ ფასის ზრდა მნიშვნელოვნად მოახერხა. ხუთშაბათს ეთერიუმის ფასი 915 დოლარს შეადგენდა. ხოლო პარასკევს, ეთერიუმის კურსი კიდევ უფრო გაუმჯობესდა, როცა 1 ეთერიუმი 939 დოლარი ღირდა.

მიუხედავდ ზრდის ტენდენციისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეთერიუმი მთელი ძალით ცდილობს უფრო მეტად წინ სვლას. თუ, ეთერიუმს ეს გამოუვა და ფასი გაიზრდება, მაშინ კურსი 1000 დოლარს მიუახლოვდება. მაქსიმალური ზღვარი კი, 1050 დოლარი იქნება.

ბიტკოინ Cash-ი

კვირის ბოლოს, ბიტკოინ Cash-ი 1.400 დოლარის პოზიციას მყარად ინარჩუნებდა. ექსპერტები ვარაუდოებენ, რომ ფასი ჯერ 1.818 დოლარამდე, შემდეგ კი, 2.000 დოლარამდე აიწევს.

იანვრის მიწურულიდან დაწყებული კრიპტოვალუტის გრძელვადიანი ვარდნა დასრულებულია. მაგრამ, თუ სხვა კრიპტოვალუტები, უმთავრესად კი ბიტკოინის ფასი დაიწევს, მაშინ ბიტკოინ Cash-იც არ აღმოჩნდება სახარბიელო მდგომარეობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის კურსი დაეცემა კრიპტოვალუტის ფასი 1000 დოლარზე ჩამოვა, ხოლო მაქსიმალური ქვედა ზღვარი 854 დოლარი იქნება.

რიპლი

14 თებერვალს რიპლის კურსი 1.05 დოლარს შეადგენდა. 16 თებერვალს კი, რიპლი 1.12 დოლარი ღირდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირას რიპლის ფასი სწრაფად მოიმატებს და 1.5 დოლარზე აიწევს. თუმცა, ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ რიპლის გაცილებით დიდი მიზანი აქვს, რაც ფასის 1.74 დოლარამდე აწევას გულისხმობს.

მაგრამ, ეს პროგნოზები შეიცვლება, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაეცემა. ფასის დაცემის შემთხვევაში ზღვარი 0.86 დოლარი იქნება.

ლაიტკოინი

ხუთშაბათს, ლაიტკოინმა გააგრძელა ზრდა და 214 დოლარს მიაღწია. მომხმარებელს ახსოვს, რომ ლაიტკოინი დიდი ხნით 180 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფასი 242 დოლარამდე გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. ოთხშაბათს ლაიტკოინმა 239 დოლარს მიაღწია. რაც ექსპერტების პროგნოზთან საკმაოდ ახლოს მდგომი ციფრია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ, ლაიტკოინს 214 დოლარზე მაღალი მაჩვენებელი ექნება, მაშინ მომდევნო მიზანი 242 დოლარი იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ, ლაიტკოინი 270 დოლარს მიაღწევს მომდევნო პოზიცია 307 დოლარი იქნება.

ამ კვირაში მოვაჭრეებს საშულება მიეცემათ გარკვეული მოგებები ნახონ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლებლობები დიდია და ფულის დაკარგვის რისკები ძალიან მცირე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი