არაბთა გაერთიანებული საამიროები ჯანდაცვის სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1410

არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვისა და პრევენციის სამინისტრო ინფორმაციის აღრიცხვისა და გაზიარების მიზნით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სისტემის მიზანია მონაცემთა მთლიანობის გაუმჯობესება.

განცხადების თანახმად, პლატფორმა სამედიცინო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ.

“სამინისტრომ წარმატებით შეიმუშავა საჭირო ინფრასტრუქტურა Blockchain-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზისთვის. პირველ ეტაპზე ჩვენ დავუკავშირდებით საზოგადოებრივ და კერძო სამედიცინო დაწესებულებებს, რათა შეიქმნას ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის”, -აღნიშნა პროექტის წარმომადგენელმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინიციატივა პირველი არ არის, როდესაც სამედიცინო სფეროში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე მიდის საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სექტემბერში ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს. პროექტის მიზანს სამედიცინო ჩანაწერების დაცვის მოთხოვნა განაპირობებდა.

Blockchain ტექნოლოგიას სამედიცინო სფეროში დანერგვა დიდმა ბრიტანეთმაც დაიწყო. Medicalchain-ი არის პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია პაციენტთა სამედიცინო ჩანაწერებისთვის. პროექტის თავდაპირველი მიზანი საპილოტე პროგრამის შექმნა იყო, რომელიც პაციენტებს კრიპტოვალუტით სამედიცინო მომსახურეობის გადახდის საშუალებას აძლევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი