18 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1496

ოთხშაბათს, 18 სექტემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა. თუმცა დღის მანძილზე დაფიქსირდა კრიპტოვალუტების ფასების მცირე ცვლილებაც.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 10.200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

Coin360–ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ფასი ოდნავ დაიკლებს და საბოლოო მხარდაჭერას 10.000 დოლარზე მოიპოვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირაა, რაც ბიტკოინის ფასის ნიშნული 14.000 დოლარს ქვემოთ მოექცა. თუმცა მიუხედავად ამისა, ბაზარზე ბიტკოინის საბაზრო წილი 67.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ალტკოინის ფასი 8%-ით გაუმჯობესებულია. ფასის ნიშნული კი 214 დოლარს შეადგენს. ეთერიუმის კურსი მკვეთრ ცვლილებას აჩვენებს, რაც პოზიტიური პროგნოზის საშუალებას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 271 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი