12 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1482

ხუთშაბათს, 12 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარზე შერეული სიგნალები დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსმა დღის განმავლობაში 10.000 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ბიტკოინის ფასი 24 საათის განმავლობაში 2.19%-ით გაიზარდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასი 10.302 აშშ დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ამჟამად, ეთერიუმის ღირებულება 179 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. დღის განმავლობაში კი ფასი 1.75%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული 1.51%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ თვის განმავლობაში ეთერიუმის ფასის კლება 15%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 264 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი