აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელი: Libra ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს

0
1534

Facebook-ის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა ტერორიზმისა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ეს განცხადება აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელმა გააკეთა.

საიგალ მენდეკლერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ნებისმიერი კრიპტოვალუტა, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, Libra-ს ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდეს ადგილობრივ მარეგულირებელ სტანდარტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი სისტემის ნაწილია ბირჟების მონიტორინგი. შესაბამისად, აშშ-ს მთავრობა არარეგისტრირებული ბირჟების მიმართ მკაცრ სანქციებს აწესებს.

აშშ-ს მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის მასშტაბით დაურეგისტრირებელი ბირჟების არსებობას.

ფედერალური ბიუროს ფინანსური კრიმინალური აღსრულების ქსელის დირექტორი კენეტ ბლანკოს განცხადების თანამხად, სააგენტო იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც კი აშშ-ს იურისდიქციის ფარგლებს მიღმა გადაწყვეტს საქმიანობას.

დირექტორმა განმარტა, რომ ტრანზაქციებისას ყველა მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ფულის გათეთრების წინააღმდებ არსებულ საბრძოლო სტანდარტების გარკვეულ დონეს. სტანდარტები გულისხმობს, როგორც ტრადიციული ვალუტიდან კრიპტოვალუტის ყიდვას ისე, პირიქით და ერთი კონკრეტული კრიპტოვალუტის სხვა კრიპტოვალუტაში გადაცვლასაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი