კომპანია Apple-ის გადახდის სერვისის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯენიფერ ბეილიმ განაცხადა, რომ კომპანია ციფრულ ვალუტაში პოტენციალს ხედავს.
ამის შესახებ ინფორმაცია CNN–მა გაავრცელა.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით კრიპტოვალუტას. ვფიქრობთ, რომ ეს საინტერესოა. მიგვაჩნია, რომ მას აქვს საინტერესო გრძელვადიანი პოტენციალი”,- განაცხადა Apple-ის გადახდის სერვისის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ვოზნიაკი ციფრული ვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია. ბიტკოინის შესახებ მან განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ისეთი რამ, რაც საყოველთაოდ ღირებულია.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სტივ ვოზნიაკმა ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბიტკოინი ციფრულ ოქროს წარმოადგენდა.
რაც შეეხება, სხვა კრიპტოვალუტებზე, მაგალითად, ეთერიუმის შესახებ მის აზრს: ვენაში გამართულ We Are Developers-ის ტექნიკურ კონფერენციაზე სტივ ვოიზანიკმა Apple-ი ეთერიუმის პლატფორმას შეადარა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვოზნიაკი ეთერიუმზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით საუბრობდა. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეთერიუმი შესაძლოა, ისეთივე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გახდეს, როგორიც არის Apple-ი.