რუანდას ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე მუშაობს

0
1420

რუანდას ცენტრალური ბანკი მოკვლევას აწარმოებს ბანკის მიერ კუთვნილი ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას BNN Bloomberg-ი აქვეყნებს.

როგორც ცნობილი გახდა, ცენტრალური ბანკი დაინტერესებულია ციფრული ვალუტის შეთავაზებით, ვაჭრობის ეფექტურობის ასამაღლებლად და ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად.

ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის გენერალურმა დირექტორმა, მასორეზა უეისმა განაცხადა, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კრიპტოვალუტის გამოშვებამდე დიდი დროა დარჩენილი.

”ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიქცეს ვალუტა ციფრულ ფორმაში, როგორ გადავანაწილოთ იგი და რამდენად სწრაფად შეიძლება სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება. ჩვენ მას შემდეგ დავიწყებთ ციფრული ვალუტის გამოშვებას, როდესაც ყველაფერი მზად იქნება”,- განაცხადა ფინანსური სტაბილურობის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტა შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი