უინკლევოსების კრიპტობირჟა ავსტრალიაში ფილიალს ხსნის

    ძმები უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟა ავსტრალიაში იწყებს მუშაობას. ავსტრალიის პლატფორმაზე კრიპტო მომხმარებლებს შეეძლებათ ციფრული ვალუტის გაყიდვა, შეძენა და დაგროვება.

    ავსტრალიის მაცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ გადმოწერონ Gemini-ს აპლიკაცია თავიანთ სმარტფონებში.

    ამ ეტაპზე ბირჟაზე ბიტკოინით, ეთერიუმით, ბიტკოინ Cash-ით, ლაიტკოინითა და Zcash-ით ვაჭრობა არის შესაძლებელი.

    რამდენიმე თვის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კემერონ და ტეილორ უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟა Nasdaq-თან პარტნიორობას იწყებდა.

    ახალი ამბები იმ დღეს გავრცელდა, რა დღესაც NASDAQ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადანა ფრიდმენმა განაცხადა, რომ კომპანია “ღიაა” კრიპროვალუტის ბირჟის პლატფორმის შესაქმნელად. ეს კი მოხდება მაშინ, როცა ბაზარი დასტაბილურდება.

    როგორც პრეს-რელიზში იყო აღნიშნული უინკლევოსების ბირჟა NASDAQ-ის SMARTS-ის ტექნოლოგიას ბაზრის მონიტორინგის მიზნით გამოიყენებდა.

    “NASDAQ- ის SMARTS-ის მიერ ბაზრის მონიტორინგი ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ “ტყუპები” ყველა ბაზრის მონაწილეებისთვის საერთო წესებს დააწესებენ”, – განაცხადა ტეილორ უინკლევოსმა NASDAQ-თან პარტნიორობის შესახებ.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *