ჩეხეთი კრიპტოვალუტას მკაცრ მარეგულირებელ ნორმებს დაუწესებს

0
1669

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტას უფრო მკაცრ ნორმებს დაუწესებს, ვიდრე ამას ევროკავშირის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მოითხოვს.

ადგილობრივი მედიის, Hospodářské Noviny-ის ცნობით, ჩეხეთის მარეგულირებელი გეგმავს ჯარიმის დიდი ოდენობის დაწესებას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ. ჯარიმის ოდენობა 20.000 დოლარით განისაზღვრება.

ასეთი ღონისძიება ბევრად აღემატება ევროკავშირის მოთხოვნებს, რომელიც ძალაში 2018 წლის ივლისში შევიდა. რეგულაცია ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა.

ახალი რეგულაცია კრიპტოვალუტის ბირჟებზე ზედამხედველობას გულისხმობს. ასევე ახდენს ანონიმური გადასახადების გამომჟღავნებას.

მართალია, Hospodářské Noviny არაფერს ამობობს ჩეხეთის მთავრობის მიერ დამატებითი წესების ოფიციალური ფორმით დადგენის ვადების შესახებ, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, რომ 2020 წლის 20 იანვარამდე დირექტივა შესაბამის ეროვნულ კანონებლობაში შეიტანონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხური გაზისა და ენერგეტიკის კომპანია კრიპტოვალუტით გადახდის სისტემის დანერგვას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი