ტიმ დრეიპერი: ბიტკოინის ფასის ზრდა შეფერხებულია

0
1454

ტექ.-ინვესტორის, ტიმ დრეიპერის მოსაზრებით ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მალე მიაღწევს. ტიმ დრეიპერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 250.000 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა, საინტერესოა, როდის დაფიქსირდება ბიტკოინის ფასის ნიშნული ასეთ მაღალ დონეზე. ტექ.-ინვესტორი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა 2023 წლისთვის უკვე ამ დონეზე იქნება.

ტიმ დრეიპერი იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შექმნილი მცირე შეფერხებების ფონზე ფასის ზრდა შეფერხებულია.

”ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კიდევ ბევრი კონკურენტი იარსებებს, რომლებიც აქტუალობას ნამდვილად არ კარგავენ. თუმცა ხალხი ბიტკოინის გარშემო გაერთიანდება, რადგან ეს არის სანდო დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა”,- განაცხადა ტიმ დრეიპერმა.

ტიმ დრეიპერი ბიტკოინის ფასის მატებაში დარწმუნებულია. მისი მოსაზრების თანახმად, ოთხ წელიწადში ბიტკოინი მსოფლიო ბაზრის 5%-ს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონს მიაღწევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი