The Dallas Mavericks-ის ბილეთების ყიდვა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი

0
1413

The Dallas Mavericks-ი NBA-ს რიგით მეორე გუნდი გახდა, რომელიც ბიტკოინით ბილეთების გადახდის სისტემას დაეთანხმა.

ეს ინფორმაცია კრიპტოვალუტის გადახდის პროვაიდერმა, BitPay–მ უკვე დაადასტურა.

“Dallas Mavericks” -ი არ არის პირველი საკალათბურთო გუნდი, რომელიც ბილეთების გაყიდვისათვის ბიტკოინს გამოიყენებს. ჯერ კიდევ 2014 წელს, ”Sacramento Kings”-მა ოფიციალურად დაიწყო ბიტკოინით როგორც, სარეკლამო პროდუქტების მიღება, ასევე ბილეთების გაყიდვაც.

2018 წლის იანვარში მილიარდერმა, ინვესტორმა და NBA-ს Dallas Mavericks-ის გუნდის მფლობელმა მარკ კუბანმა “ტვიტერზე” დაანონსა, რომ მომავალ სეზონში, გუნდის თამაშებზე ბილეთების შეძენა ბიტკოინით იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის შესახებ მარკ კუბანის აზრი მრავალჯერ შეიცვალა.

ის 2017 წლის ივნისის თვეში შეუერთდა ციფრული ვალუტის “bubble”-ის (ეკონომიკური ბუშტის) იდეას, თუმცა ოქტომბრისთვის განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchain-ი არის ფულისა და ტექნოლოგიის მომავალი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი