16 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1730

პარასკევს, 16 აგვისტოს ციფრული ვალუტების ბაზარი გაიზარდა. დღის განმავლობაში გაიზარდა, როგორც ბიტკოინის, ისე ეთერიუმის კურსი.

16 აგვისტოს ბიტკოინის კურსი 10.480 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 4.58%-ს შეადგენდა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ბიტკოინის კურსი 10.500 დოლარამდე გაიზრდება. ეს კი ნიშანი იქნება იმისი, რომ კრიპტოვალუტა ფასის მომატებას 12.000 დოლარამდეც შესძლებს.

რაც შეეხება ეთერიუმს: მიუხედავად იმისა, რომ ალტკოინის ფასი 200 დოლარის ქვემოთ მოძრაობს ეს არ ნიშნავს, რომ ეთერიუმი კლების მკვეთრ ტენდენციას აჩვენებს. უნდა აღინიშნოს, რომ დღის მანძილზე ეთერიუმის კურსს 1%-იანი მატება ჰქონდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 185 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 270.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი