ღვინით ვაჭრობა Blockchain-ით იქნება შესაძლებელი

0
1676

Blockchain-ზე დაფუძნებულმა ღვინის საინვესტიციო-სავაჭრო პლატფორმამ შეარჩია Big Four-ის აუდიტორული კომპანია, EY, რათა გამართულად უზრუნველყოს ტექნოლოგიით მომსახურება.

WiV Technology საშუალებას აძლევს კლიენტებს სასურველი ღვინო შეაფასონ და ტრანზაქცია განახორციელონ. ეს ყველაფერი კი Blockchain-ის საშუალებით გააკეთონ.

როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს დაზოგავს კლიენტის დროს და შეამცირებს ხარჯებს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “ჭკვიანი კონტრაქტების” საშუალებით გარიგება ღვინის მფლობელსა და კლიენტს შორის შესდგება.

ამასთანავე, კლიენტს საშუალება ექნება სასურველი ღვინის ბოთლის ისტორიასაც გაეცნოს. ეს მონაცემები კი Blockchain-ზე იქნება შენახული.

”ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც ხარისხის დადგენა შესაძლებელია, ბოთლის გახნის გარეშეც. ამჟამად, ღვინის სავაჭრო ბიზნესი ზარალს განიცდის, რადგან ყიდვის დროს, ყველა ეტაპზე ქაღალდების ვრცელი დასტა უნდა შემოწმდეს. ეს კი ბევრ დროსთან და გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამ ტექნოლოგიის დახმარებით კი, სრულიად შესაძლებელია ბაზარი გაუმჯობესდეს და მომსახურებაც უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს”,- განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი