კრიპტო კომპანია პრემიერ ლიგის კლუბთან პარტნიორობას იწყებს

0
2114

ბრიტანეთის პრემიერ ლიგის Everton-ის საფეხბურთო კლუბმა კრიპტო სავაჭრო პლატფორმა eToro-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, eToro Everton-ის ოფიციალური ონლაინ სავაჭრო პარტნიორი იქნება. პარტნიორობა მოიცავს რეკლამების განთავსებასა და სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობას.

Everton-ის კომერციული დირექტორი ალან მაკთავიშის განცხადების თანახმად, იგი აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ფეხბურთის სამყაროში Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით.

eToro-მ კი განაცხადა, რომ Everton-თან პარტნიორობის გარდა, კომპანია პრემიერ ლიგის კიდევ ექვს კლუბთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

ბოლო პერიოდია ციფრული ვალუტის ინდუსტრია აქტიურად ინტეგრირდება საფეხბურთო სფეროში.

2018 წლის დეკემბერში ჰოლანდიურმა კრიპტოვალუტის კომპანიამ Libereum-მა ესპანეთის საფეხბურთო კლუბი Elche CF 4.9 მილიონ დოლარად შეიძინა.

უნდა აღინიშნოს, რომ Libereum-ი პირველი კრიპტოვალუტის კომპანიაა, რომელმაც სპორტული კლუბი შეიძინა. Libereum-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლუბის შეძენა საბანკო გარანტიით 4.3 მილიონი ევროთი მოხდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი