BitPay-მ გერმანიაში ოპერირება შეაჩერა

0
1562

ბიტკოინისა და ბიტკოინ Cash-ის გადახდის პროვაიდერმა BitPay-მ განაცხადა, რომ გერმანიაში კომპანია ოპერირებას შეაჩერებს.

BitPay-ს წარმომადგენელმა, იან ჯაოსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიაში მარეგულირებელი წესები მომავალ წელს შევა ძალაში. ეს კი გახდა მთავარი მიზეზი კომპანიის მხრიდან საქმიანობის შეჩერებისა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კომპანიის მმართველი გუნდი ლიცენზირებისთვის საჭირო ცნობებს განიხილავს.

”გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წლიდან კრიპტოვალუტის კომპანიებმა ლიცენზირება უნდა გაიარონ. ამჟამად, ჩვენ შევაჩერეთ გერმანიაში ოპერირება. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ლიცენზიების საჭირო პროცედურებს განვიხილავთ”,- აღნიშნულია BitPay-ს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2020 წელს გერმანია მარეგულირებელი სისტემის შემოღებას აპირებდა.

მომავალი წლის დასაწყისიდან, გერმანიაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციები შევა ძალაში. ახალი მარეგულირებელი სისტემის თანახმად, კრიპტო კომპანიებს ლიცენზიას მხოლოდ საფინანსო ზედამხედველობის ორგანო მიანიჭებს.

როგორც ცნობილია, რეგულაციები მოითხოვს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესების ლიცენზირებას. ასეთი ტიპის ბიზნესში შედის კრიპტოვალუტის ბირჟები და ელექტრონული საფულეები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი