დიდი ბრიტანეთი კვალავ კრიპტოვალუტის რეგულაციას განიხილავს

0
1509

დიდი ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირებელი ბიტკოინსა და ეთერიუმს არ არეგულირებს.

მარეგულირებელმა რამდენიმე დღის წინ კრიპტო აქტივების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ კრიპტოვალუტებზეც არის საუბარი.

დოკუმენტი სახელწოდებით “PS19/ 22” მთლიანად ციფრულ ვალუტას ეძღვნება. ამასთანავე, დოკუმენტი წარმოადგენს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით საკონსულტაციო საკითხების განახლებულ ვერსიას.

დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა ინდუსტრიაში მარეგულირებელი წესებისთვის მეტი სიცხადის მინიჭება.

დოკუმენტი განხილავს ისეთ მნიშვნელოვან კრიპტოვალუტებს, როგორებიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი. დოკუმეტი აღწერს მათ, როგორც კრიპტო აქტივების სახეებს, რომლებიც ჩვეულებრივ, დეცენტრალიზებულია და ძირითადად გამოიყენება სავაჭრო საშუალებად.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასეთი ციფრული ვალუტები მარეგულირებელი წესების მიღმა ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი დოკუმენტი 2019 წლის დასაწყისშიც გამოქვეყნდა.

იანვარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში განმარტებული იყო, რომ კრიპტო აქტივი შეიძლება განხილული იყოს, როგორც სპეციფიკური ინვესტიცია, ფინანსური ინსტრუმენტი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. სამივე შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას სხვადასხვა უწყება ითავსებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი