ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი კრიპტოვალუტის სადოქტორო პროგრამას ქმნის

0
1717

დასავლეთ ავსტრალიის უდიდესი უნივერსიტეტი, Curtin University კრიპტოვალუტის სადოქტორო პროგრამას ქმნის. ამასთანავე, შეიქმნება ფონდი, რომლის დახმარებითაც სტუდენტები დაფინანსდებიან.

სასტიპენდიო ფონდი საშუალებას მისცემს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, დაეხმარონ დოქტორანტებს, რომლებიც სწავლობენ Blockchain-სა და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიაზე ორიენტირებული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა მთლიანად დაფინანსდება ბიტკოინით ან ეთერიუმით. სკოლის ოფიციალური პირების განცხადებით კი, ეს ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის მეთოდის პოპულარიზაციას.

Curtin University-ის პროფესორი გარი ელისონი აღნიშნავს, რომ ფონდი კარგი ხელშეწყობაა სადოქტორო პროგრმის სტუდენტებისთვის, რადგან ისინი თავიანთი ცოდნით ახალი ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობას მიიღებენ.

ასევე ფონდის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, რათა ხელი შეუწყონ დაინტერესებულ სტუდენტთა განათლების დაფინანსებას. უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, ყველაზე გულუხვ დონერებს უფლება ექნებათ სპეციალობა შეარჩიონ და ისე გახდნენ სპონსორები.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, Curtin University-ში 58.000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი