21 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1397

კვირას, 21 ივლისს Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა.

მართალია ბიტკოინის ფასი კვლავ 11.000 დოლარამდე მერყეობდა, თუმცა კრიპტოვალუტამ პოზიციები ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის კურსი შემცირდა და ფასმა 10.406 დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: კვირას ალტკოინის კურსი 221 დოლარს შეადგენდა. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მხოლოდ 1.34%-ით იყო შემცირებული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 236 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 288 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10 მილიარდით ნაკლებია წინა დღის მონაცემებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი