კრიპტო კომპანიამ TZero-მ ჰაკერების თავდასხმის ამოცნობისთვის აპლიკაცია შექმნა

0
1574

Overstock-ის შვილობილი კრიპტო კომპანია TZero-მ ციფრული საფულე და კრიპტო აპილიკაცია შექმნა.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აპლიკაციას დაჰაკვის მცდელობაზეც კი ექნება რეაგირება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ბირჟაზე ბიტკოინითა და ეთერიუმით იქნება ვაჭრობა შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი Overstock-ის შვილობილმა კომპანიამ Medici Land Governance-მა ხელი მოაწერა აფრიკის ლიბერიის რესპუბლიკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი სამთავრობო სტრუქტურების ციფრული სერვისებით მომსახურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitrue ჰაკერების თავდასმის ობიექტი გახდა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია ბირჟიდან 9.3 მილიონი ღირებულების რიპლი და 2.5 მილიოდი დოლარის კარდანო მოიპარეს.

ბირჟაზე განხროციელებული ჰაკერული თავდასხმის შესახებ ბირჟის Twitter-ის პოსტიდან გახდა ცნობილი.

ბირჟის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჰაკერების თავდასხმის შესახებ მალევე გახდა ცნობილი, რის გამოც Bitrue-მა გარკვეული პერიოდით საქმიანობა შეაჩერა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი