საფრანგეთი Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობს

0
1456

“როიტერის” ინფორმაციით, საფრანგეთში შეიქმნა G7 სამუშაო ჯგუფი, რომელიც Facebook-ის ციფრული ვალუტის შესახებ იმსჯელებს. სამუშაო ჯგუფში მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დარეგულირდეს Facebook-ის კრიპტოვალუტა.

“ჩვენ გვსურს ინოვაცია და რეგულაცია გავაერთიანოთ. ეს არის ყველას ინტერესი”,- განაცხადა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ფრანსუა ვილერიო დე გალაუმ.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ოფიციალური პოზიცია მაინც რჩება ის, რომ libra არ არის ფინანსური ინსტრუმენტი.

შეშფოთება არის გამოთქმული იმ კუთხითაც, რომ საკამათოა, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს მარეგულირებელმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედებები, როგორი უნდა იყოს მომხმარებელთა უსაფრთხოება და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მედიამ, Facebook-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც Blockchain-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის libra-ს წარმოება დაიწყო.

ახალი კრიპტოვალუტა შვეიცარიაში მოღვაწე კომპანიის, Libra Association-ის ბაზაზე მოქმედებს. ციფრული ვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება PayPal-ით და eBay-ით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი