Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა

0
1944

სოციალურმა მედიამ, Facebook-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც Blockchain-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის libra-ს წარმოება დაიწყო.

ახალი კრიპტოვალუტა შვეიცარიაში მოღვაწე კომპანიის, Libra Association-ის ბაზაზე მოქმედებს. ციფრული ვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება PayPal-ით და eBay-ით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Facebook-ი 2020 წლის პირველ ნახევარში აპირებს, რომ ასოციაცია გააფართოოს.

“საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე ასოციაცია არის უფლებამოსილი. მნიშვნელოვანია, რომ Facebook-ი 2019 წლამდე სოციალური მედიის ლიდერის როლს ინარჩუნებს. Facebook-მა შექმნა შვილობილი კომპანია Calibra, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური და ფინანსური მომსახურების გამიჯვნას. კომპანიას ასევე ევალება libra-სთვის შესაბამისი ქსელის შექმნა”,- აღნიშნულია Facebook-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Facebook-მა ახალი საფინანსო კომპანია Libra Networks-ი მაისში შექმნა.

ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია ჟენევის კომერციულ რეესტრზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია ჟენევაში 2 მაისს დარეგისტრირდა. Libra Networks-ის მიზანია ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, საინვესტიციო საქმიანობასთან, გადასახადებთან, დაფინანსებასთან და მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული ტექნოლოგიის განვითარება, მათ შორის Blockchain ტექნოლოგიისაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი