ლაიტკოინის მოსალოდნელი კურსი 158 დოლარია

0
1639

რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების კურსმა საგრძნობლად მოიმატა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ფასები სტაბილურად გამოიყურება.

19 ივნისს რიპლიზე ვაჭრობა 0.43 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 0.44 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.43 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.44 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა ჯერ 0.57 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს, შემდეგ კი 0.62-ის.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა მაშინ დაიწყონ როცა ფასი 0.50-სა და 0.60 დოლარს შორის იქნება.

რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 135 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 139 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კვლავ 134 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 136 დოლარზე დაიხურა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 158 დოლარი იქნება. ექსპერტების თქმით, ლაიტკოინი ძლიერ წინააღმდეგობას 140 დოლარზე შეხვდება. თუკი ალტკოინი ამ ზღვარს დასძლევს ფასის მატება გარდაუვალია.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ფასის მატების დროს ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი