17 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1852

ორშაბათს, 17 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა.

გუშინ ბიტკოინის ფასი 12.000 დოლარის ნიშანს მიუახლოვდა. თუმცა დღეს კრიპტოვალუტამ ეს ნიშნული დასძლია. ბიტკოინის კურსის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 3.79%-ს შეადგენს.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 12.330 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 58.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 436 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასს ბიტკოინის კურსისგან განსხვავებით დიდი ცვლილება არ განუცდია. კვირას, 16 აგვისტოს ალტკოინზე ვაჭრობა 433 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 386.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი