10 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1529

ორშაბათს, 10 ივნისს, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით ბიტკოინმა 8.000 დოლარის ნიშნული დაიბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცალსახად დადებითი ნიშანი იყო ციფრული ვალუტების ბაზრისათვის.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 2.18%-ით გაიზარდა და 8.029 დოლარის ნიშნულს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინზე ვაჭრობა 7.680 დოლარზე გაიხსნა.

მნიშვნელოვანია, რომ გასული კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 8%-ით იყო შემცირებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი არის უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაციაც 25 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 0.97%-ით გაიზარდა. ფასმა კი 244 დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ალტკოინის ფასის მაჩვენებელი 9.35%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 254 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი