ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტის პროექტის წარდგენა 18 ივნისს შედგება.
აღნიშნული ინფორმაცია ირიბად დაადასტურა ლაურა ემსიკრაკენმა, რომელიც არის Facebook-ის ფინანსური მომსახურების ხელმძღვანელი ჩრდილოეთ ევროპაში.
გერმანულ საფინანსო ჟურნალ Wirtschaftswoche-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ Facebook Coin-ის შეძენა ტრადიციული ვალუტით მოხდება. თუმცა Facebook-ის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია მოხდება თუ არა აღნიშნული ციფრული ვალუტის შეძენა დოლარის გარდა, სხვა ვალუტით.
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია Facebook-ის კრიპტოვალუტის პროექტის შესახებ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ის კრიპტო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გაცხადდებოდა. ეს ინფორმაცი CNBC-მ გაავრცელა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სოციალური ქსელის ციფრული ვალუტა დეცენტრალიზებული იქნება.