7 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1414

პარასკევს, 7 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა შეადარებით გაუმჯობესდა.

ბიტკოინის ფასის ნიშნული 8.000 დოლარს დაუბრუნდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასს მკვეთრი ცვლილება არ დაუფიქსირებია. თუმცა ფასის მომატების მაჩვენებელი აშკარა პოზიტიური ნიშანია.

თუმცა კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა 1.21%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 250 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ივნისს დაფიქსირებული მონაცემების შემდეგ ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია.

ეთერიუმის კურსის დანაკარგი კი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.66%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 255 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 55.5% იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი