ვანკუვერში ბიტკოინის გადახდის აპარატების გამოყენება აიკრძალა

0
1759

კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, ფულის გათეთრების პრობლემების გამო ბიტკოინის გადახდის ავტომატები აიკრძალა. ვანკუვერის მერმა, კენედი სტიუარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გადახდის აპარატების აკრძალვა რთული პროცესია და ის ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდება.

ვანკუვერის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, დამნაშავეებმა ბიტკოინის გადახდის აპარატები არაკანონიერი საქმისთვის გამოიყენეს.

პოლიცია აპირებს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოოს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კანადაში 694 კრიპტოვალუტის გადახდის აპარატია. აქედან 76 გადახდის ავტომატი კი ვანკუვერშია განთავსებული.

უნდა აღინიშნოს, რომ კანადა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს რისკების მონიტორინგი.

ორი თვის წინ კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრაციამ და კანადის საინვესტიციო ინდუსტრიის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო მოქმედი კანონმდებლობის ეფექტური ამუშავება ისე, რომ კრიპტოვალუტის პლატფორმების რაოდენობის ზრდასთან ერთად რისკებიც არ გაზრდილიყო.

ფასიანი ქაღალდების ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ლუის მორისეტმა მაშინ განაცხადა, რომ ეს კონსულტაციები ასახავს შემოთავაზებულ მარეგულირებელ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმების სიცხადეს, ბაზრის მთლიანობასა და ინვესტორთა დაცვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი