სამხრეთ კორეა Blockchain-ის მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს

0
1444

სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მარეგულირებელი წესების შემუშავებას დაიწყებს.

თუმცა მანამდე ჩატარდება კვლევა, რომელსაც ასე ერქმევა: “Blockchain-ის რეგულირების გაუმჯობესების კვლევა”. კვლევა ტარდება მთავრობის წარმომადგენლების ინიციატივის თანახმად. კვლევის მიზანს კი წარმოადგენს მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესება.

უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი 2018 ივნისში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მოვალეობა სამართლებრივ რეგულაციების შემუშავება იყო. ჯგუფს უნდა მოეგვარებინა ყველა პრობლემა, რომელიც ეხებოდა პერსონალურ კონფიდენციალობას, “ჭკვიან კონტრაქტებსა” და ელექტრონულ დოკუმენტაციას.

2018 წლის ივლისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა Blockchain-ის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობდა.

როგორც ცნობილი გახდა, სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავდა საინჟინრო ინვესტიციების გაფართოებასა და ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერას. ტექნოლოგიური მხარდაჭერის კონტექსტში მოიაზრებოდა Blockchain-ის საინვესტიციო მხარდაჭერაც.

უფრო მოგვიანებით კი, გასული წილის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეა საარჩევნო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი