ჰონკონგში დაფუძნებული Blockchain საინვესტიციო კომპანიის, Kenetic-ის თანადამფუძნებელმა განცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 2019 წლის ბოლოს ზრდას დაიწყებს და საბოლოოდ კურსი 30.000 დოლარს მიაღწევს.
ამის შესახებ ჯენ ჩუმ Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.
ჯენ ჩუმის აზრით, ბიტკოინის ფასის ზრდას ხელს შეუწყობს ისეთი კომპანიების კრიპტოვალუტით დაინტერესება, როგორიც არის Facebook-ი, JPMorgan-ი, Rakuten-ი და Fidelity.
ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით არაერთი კომპანია თუ ანალიტიკოსი აკეთებს პროგნოზს. უნდა აღინიშნოს, რომ მათი პროგნოზები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა.
ჯერ კიდევ მაისის დასწყისში ფინანსური საკონსულტაციო ფირმა Canaccord Genuity-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლისთვის ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი უნდა იყოს.
კომპანიის ეს პროგნოზი 2011-2015 და 2015-2019 წლების განმავლობაში ბიტკოინის ფასის ციკლის მჭიდრო მსგავსებას დაეფუძნა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლვლობაში ბიტკოინის კურსის კლება ან ზრდა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილებოდა.
ტექ.-ინვესტორის ტიმ დრეიპერის მოსაზრებით კი, 2022 წლისთვის ბიტკოინის კურსი 250.000 დოლარი იქნება.