საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Vacheron Constantin-ი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებს. ტექნოლოგიის დანერგვა პირველ რიგში მიზნად ისახავს ყალბი წარმოების საათებისგან კლიენტების დაცვას.
კომპანია გეგმავს გამოაქვეყნოს სპეციალური განცხადება, რომელშიც საუბარი იქნება ციფრული სერტიფიკატის მნიშვნელობაზე. ამავე განცხადებაში უფრო დეტალურად იქნება განხილული Blockchain ტექნოლოგიისგან მიღებული სარგებელი.
ამ ეტაპზე, როგორც Vacheron Constantin-ი იუწყება Blockchain-ის სისტემაში ატვირთული იქნება მწარმოებლისა და კლიენტის შესახებ სრული ისტორია.
“Blockchain-ი საშუალებას იძლევა შექმნას ციფრული სერტიფიკატი ყალბი მწარმოებლების წინააღმდეგ. ასევე სისტემაში გაკეთდება ჩანაწერი კლიენტის შესახებ. ჩანაწერი შეიქმნება საათის ყოველ ახალ მფლობელზე. ეს მოხდება მაშინაც, როდესაც საათი მფლობელებს შეიცვლის. ამდენად, ყოველ საათს აქვს უნიკალური ნომერი მინიჭებული, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების იდენთიფიკაციას. ეს ნომერი დაკავშირებულია კლიენტის ისტორიასთან, ღირებულებასთან და საათის ყიდვის დროსთან”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ Vacheron Constantin-ი მსოფლიოში აღიარებული უძველესი საათის მწარმოებელი კომპანიაა. Vacheron Constantin-ი 1755 წელს დაარსდა.