21 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1660

სამშაბათს, 21 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი კვლავ ცდილობდა, რომ 8.000 დოლარის ნიშნულისთვის მიეღწია. კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 2%-ით გაზარდა. ხოლო კურსმა მერყეობა 7.953 დოლარის ფარგლებში დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის მანძილზე ბიტკოინის კურსს დაახლოებით 3%-იანი ზრდა აქვს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 26.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაცია კი 16.6 მილიარდი დოლარია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ზრდის მაჩვენებელი 3.1%-ს შეადგენს. ალტკოინის ფასის მაჩვენებელი კი 253 დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 248.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი წინა კვირის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი