13 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ორშაბათს, 13 მაისს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.

    ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 11.05%-ით იყო გაზრდილი. დღის განმავლობაში ბიტკოინმა 7.500 დოლარის ზღვრის გადალახვა მოიახერხა. დღის ბოლოს კი ბიტკოინის კურსმა 7.800 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 22%-ით არის გაზრდილი.

    რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 7%-ით არის გაზრდილი. ეს კი ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსის ნიშნული უკვე გადასცდა 200 დოლარის ზღვარს.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 220.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *